ფეხბურთი

20:32 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ჩელსის" ბარტერს სთავაზობს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელების ბარტერს სთავაზობს. The Guardian-ის ინფორმაციით, ტურინელებს მირალემ პიანიჩის ჟორჟინიოში გაცვლა სურთ.

მაურიციო სარი იტალო-ბრაზილიელის დიდი თაყვანისმცემელია და მასთან ერთად ჯერ „ნაპოლიში“, შემდეგ „ჩელსიში“ თამაშობდა. აქედან გამომდინარე, „იუვე“ მზადაა მწვრთნელს სურვილი შეუსრულოს და ჟორჟინიო იტალიაში დააბრუნოს.

აქვე გეტყვით, პიანიჩს აქტიურად „ბარსელონასაც“ უკავშირებენ, სადაც არტურთან ბარტერი განიხილება, მაგრამ ეს იდეა „იუვენტუსს“ დიდად არ მოსწონს და კატალონელებისგან თანხის დამატებასაც ითხოვს.

შეგხსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და ტურინიდან მისი აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

0.121804