ფეხბურთი

19:11 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: "უმაყურებლოდ თამაში კარგია, ტალანტები ადვილად გაიხსნებიან"

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ და მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ უმაყურებლოდ თამაშში დადებითი მხარეც არსებობს.

„კაიზერი“ მიიჩნევს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები სავსე ტრიბუნების წინაშე მაქსიმუმს ვერ აჩვენებენ და ახალი გარემო მათ გაბრწყინებას ხელს შეუწყობს.

„მარტში „იუვე“ – „ინტერის“ მატჩი ვნახე უმაყურებლოდ. ძალიან ცოცხალი, სასიამოვნო თამაში იყო, მართლა. გარდა ამისა, ბუნდესლიგა ახალ ტალანტებს აღმოაჩენს. ახლა, ამ სიტუაციაში უმაყურებლოდ თამაში კარგი გამოსავალია. მე ბევრი ფეხბურთელი მინახავს, რომლებიც ვარჯიშის დროს ბრწყინავდნენ, მაგრამ თამაშის დროს სავსე ტრიბუნების წინაშე ნერვიულობის გამო ვერ ახერხებდნენ დომინირებას. ყველა ასეთ ფეხბურთელს შეუძლია დახურულ კარს მიღმა თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ. სიურპრიზებს უნდა ველოდოთ“, - თქვა ბეკენბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ 16 მაისს უმაყურებლოდ განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118872