სხვა

12:33 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ფედერაციების დასახმარებლად დამატებით 500 ათას დოლარს გამოყოფს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) ზაფხულის ოლიმპიური სახეობებიდან ბოლოა მათ შორის, რომელმაც, როგორც ტოკიო-2020-ის პროგრამაში შემავალმა სახეობამ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) მხრიდან წინასწარ დაფინანსებაზე - ერთგვარ ავანსზე უარი თქვა.

IWF-მა ასევე გამოაცხადა, რომ ეროვნული ფედერაციების დასახმარებლად დამატებით 500 ათასი აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფს, რათა მათ COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ასევე ირკვევა, რომ შესაბამისი დახმარების მიღების თხოვნით IWF-ში უკვე 130-ზე მეტი განაცხადი შევიდა. დამატებითი დაფინანსების მისაღებად, ეროვნულმა ფედერაციებმა IWF-ს უნდა წარუდგინონ საკუთარი ბიუჯეტი და ფინანსური საქმიანობის ანგარიში.

რიგი საერთაშორისო ფედერაციები, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში არიან წარმოდგენილი, თამაშების ერთი წლით გადავადების გამო, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ შორის არის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაც.

ეროვნული ფედერაციების მხარდასაჭერ სახსრებს IWF აიღებს იმ პროგრამებიდან, რომლებიც საერთაშორისო სემინარების ჩატარებას და სპორტული აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებდა.

geonoc.org.ge

0.110568