ფეხბურთი

22:56 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გუნდის სავალდებულო კარანტინი საჭირო არ იქნება - პრემიერლიგაში გადაწყვიტეს

ინგლისის პრემიერლიგის განახლება მუშაობა დაიწყო. აღმარულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერის განცხადებით, თუ ერთი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდება, თვითიზოლაციაში გადავა, მაგრამ მისი გუნდი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„თუ ფეხბურთელის ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, ის გადავა თვითიზოლაციაში, მაგრამ მთელი გუნდის კარანტინში გადასვლა საჭირო არ იქნება. სოციალური დისტანციის დაცვას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია კონტაქტის ტიპზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიშების დროსაც მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია“, - თქვა მასტერმა.

საინტერესოა, რომ იტალიაში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს. აპენინზე ერთი ფეხბურთელის დაინფიცირებაც კი მთელი გუნდის 14-დღიან კარანტინს გამოიწვევს, რაც აშკარაა, რომ სეზონის განახლებას ხელს შეუშლის.

რაც შეეხება პრემიერლიგას, ბოლო ცნობით, მისი განახლების ყველაზე რეალური თარიღი 12 ივნისა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107248