ფეხბურთი

22:24 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" ბეილს კომანი შეცვლის

მადრიდის „რეალმა“ გარეთ ბეილის შემცვლელს მიაგნო და Sky Sports-ის ინფორმაციით, ეს კინგსლი კომანი იქნება.

უელსელი ფეხბურთელი დიდი ხანია ესპანური გრანდის დატოვებას ცდილობს და ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ „ნიუკასლ იუნაიტედს“, მას კი კომანი შეცვლის.

ფრანგმა შემტევმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ 2023 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ლეროი სანეს გადაბირებას ეშურება, ამიტომაც კომანის სათამაშო დრო შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.

მოსალოდნელი ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ამ ეტაპზე არაფერი თქმულა. კომანი „ბაიერნს“ 2015 წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ შეუერთდა.

0.149164