ავტოსპორტი

17:07 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი „ფერარის“ 2020 წლის სეზონის შემდეგ დატოვებს

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფრეტელი, 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, „ფერარის“ დატოვებს. ეს ინფორმაცია უკვე იტალიურმა გუნდმაც დაადასტურა.

„ჩემი ურთიერთობა სკუდერია ფერარისთან 2020 წლის ბოლოს დასრულდება. იმისთვის, რომ საუკეთესო შესაძლებელ შედეგს მიაღწიო, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ჰარმონიაში იმუშაონ. გუნდმა და მე გავაცნობიერეთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, ერთად დარჩენის სურვილი აღარ გვაქვს“, - ნათქვამია ფეტელის განცხადებაში, რომელიც „ფერარიმ“ გამოაქვეყნა.

გერმანელი პილოტი „ფერარიში“ 2015 წელს გადავიდა „რედ ბულიდან“, რომელთან ერთადაც, მსოფლიო ჩემპიონის ოთხ ტიტულს დაეუფლა. ფეტელი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება, ფინანსურ საკითხს არ გამოუწვევია და რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. 32 წლის პილოტი ამბობს, რომ არჩევანი იმ პაუზის დროს გააკეთა, როცა ფორმულა 1-ში პანდემიის გამო იძულებითი პაუზაა.

„სკუდერია ფერარის ფორმულა 1-ში განსაკუთრებული ადგილი უკავია და იმედ მაქვს, ის მიაღწევს წარმატებებს, რომლებსაც იმსახურებს. მინდა, ფერარის მთელ ოჯახს და მის ტიფოზებს მთელს მსოფლიოში, იმ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, რასაც მათგან ამ წლებში ვგრძნობდი“, - ამბობს ფეტელი.

გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ ფეტელმა და „ფერარიმ“ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს: „ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. მითუმეტეს, თუ გავითვაისწინებთ ფეტელის, როგორც მრბოლის და როგორც პიროვნების ფასს. ამ გადაწყვეტილებამდ რაიმე სპეციფიკურ მიზეზს არ მივუყვანივართ. გარდა იმისა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ-ჩვენი საკუთარი გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ“.

„სებასტიანი სკუდერიას ისტორიის ნაწილია. 14 მოგებული რბოლით, ის ჩვენი მეოთხე ყველაზე წარმატებული მრბოლია. ამასთან, მანდ ჩვენ ყველაზე მეტი ქულა მოგვაპოვებინა. ერთად ყოფნის ხუთ სეზონში, მან მრბოლთა ჩემპიონატი სამჯერ დაასრულა ტოპ სამეულში. და დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ გუნდი კონსტრუქტორთა პირველობაზე ყოველთვის ტოპ სამეულშია. მინდა, გუნდის სახელით, სებასტიანს იმ პროფესიონალიზმისთვის და ადამიანური თვისებებისთვის, რაც ამ ხუთ წელიწადში გამოავლინა, დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჯერ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ უჩვეულო სეზონში, ბევრი რამის მიღწევას შევძლებთ“.

ფეტელის თანაგუნდელი შარლ ლეკლერი ამბობს, რომ მისთვის „უზარმაზარი პატივია“ მასთან „ფერარიში“ პარტნიორობა: „ტრეკზე არაერთი დაძაბული მომენტი გვქონდა. ზოგი ძალიან კარგი, ზოგი კი ისეთი, რომელიც ისე არ მოხდა, როგორც ორივე ვისურვებდით. მაგრამ ყოველთვის იყო პატივისცემა, თუნდაც მაშინაც, როცა გარედან ასე არ ჩანდა. ასე ბევრი არასდროს მისწავლია, როგორც შენთან თანაგუნდელობისას. მდლობა ყველაფრისთვის, სებ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112269