ფეხბურთი

16:05 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტას გეგმა: "ბარსელონაში" დაბრუნება გვარდიოლასთან ერთად

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის მმართველობაში დაბრუნებას გეგმავს და 2021 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ესპანური მედიის ცნობით, ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი გეგმა „ბარსაში“ პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა, რომელიც კლუბს სწორედ მისი მმართველოს დროს წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო და კლუბის ოქროს წლების საფუძველიც სწორედ მის მიერ გაწეულ სამუშაოს უკავშირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112435