ფეხბურთი

12:20 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი: "იმ თამაშში ბარეზი, მალდინი და ბეკენბაუერი ერთად ვიყავი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდასხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა „ლიდს იუნაიტედთან“ დაპირისპირება გაიხსენა, როდესაც დაცვაში თამაში მოუწია.

„რა თქმა უნდა მახსოვს, „ლიდსთან“ ცენტრალურ მცველად რომ ვითამაშე, ოღონდ ეს არა 5 წუთი, არამედ თითქმის ნახევარი საათი. თუმცა, ცოტას თუ ახსოვს, როგორ ვითამაშე ის მატჩი. ერთ ადამიანში ვიყავი ბარეზი, მალდინი და ბეკენბაუერი“, - თქვა ბერბატოვმა.

ბულგარელმა 2011 წლის 20 სექტემბრის შეხვედრა გაიხსენა, როდესაც „იუნაიტედმა“ „ლიდსი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო თვითონ ბოლო წუთებზე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დაცვის ცენტრში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113422