ფეხბურთი

11:42 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "ყველა მესის უყურებდა, მე - ინიესტას"

ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ ანდრეს ინიესტას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სრულყოფილი ფეხბურთელია.

„რეალის“ ყოფილმა მცველმა ისიც თქვა, რომ ანდრესმა კარიერის განმავლობაში ესპანეთის მეორე გუნდში ითამაშა...

„ინიესტამ ესპანეთის მეორე გუნდში ითამაშა, მაგრამ ისეთ სტილში, რომ არ შეიძლებოდა არ შეგყვარებოდა, როდესაც უყურებდი როგორ თამაშობდა. ინიესტა სრულყოფილი პროფესიონალი იყო, ძალიან მოკრძალებული. ყველა მესის უყურებდა, მაგრამ მე ინიესტას ვუყურებდი.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი სამი თავდამსხმელი ვის წინააღმდეგაც მითამაშია, რონალდო, მესი და რონალდუა“, - თქვა კანავარომ.

1.282136