ფეხბურთი

2:25 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში გუნდური ვარჯიშები დაიწყება, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს

იტალიის სერია A-ს კლუბები 18 მაისიდან გუნდურად ვარჯიშს მოახერხებენ. ინფორმაცია სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ დაადასტურა.

თუმცა, ეჭვები იმის შესახებ, რომ სეზონის განახლება გაჭირდება, არ გამქრალა. საქმე ისაა, რომ თუ გუნდური ვარჯიშის შემდეგ ერთი ფეხბურთელიც მაინც კორონავირუსზე დადებითი იქნება, მთელი გუნდი სავალდებულო ორკვირიან კარანტინში გადავა. რაც ცხადია, სეზონის განახლებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

„თუ ფეხბურთელის პასუხი დადებითი იქნება, მთელი ვალდებული იქნება კარანტინში გადავიდეს. ტესტების ჩატარება გუნდების პასუხისმგებლობა იქნება და მათ დაეკისრებათ მისიჩატარება. როდის განახლდება სეზონი? კიდევ ერთი კვირა გვჭირდება ამის გასაგებად. ამ კვირაში დავაკვირდებით დაინფიცირების რაოდენობას და ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება“, - თქვა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, სერია A 11 მარტს შეწყდა და გუნდებმა რამდენიმე დღის წინ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყეს.

თეგებისერია A
0.117191