ფეხბურთი

21:06 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის შემდეგ თასიც: გერმანიის თასის კალენდარიც ცნობილია

გერმანიაში ბუნდესლიგის შემდეგ თასის ახალი კალენდარიც გამოაქვეყნეს. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ფინალი 4 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.

ფინალამდე კი ნახევარფინალური მატჩები 9 და 10 ივნისს ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ გერმანიის თასისთვის „ბაიერნი“, „აინტრახტი“, „ლევერკუზენი“ და „ზაარბრიუკენი“ იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის განახლება კარს მოგვადგა და გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისიდან უმაყურებლოდ დაგვიბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108701