ფეხბურთი

13:34 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მისი სახის დანახვამ დამადნო" - მონაკვეთი კიელინის წიგნიდან

„იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მძიმე ტრავმის შესახებ წერს, რომელიც გასული წლის აგვისტოში მიიღო. გარდა ამისა, ჯორჯო იმავე პერიოდში კალიდუ კულიბალის შესახებ ისტორიასაც იხსენებს.

„მძიმე ტრავმა რა თქმა მტკივნეული იყო, მაგრამ ასევე დადებითი მხარეც ჰქონდა. ყველამ მომიკითხა, თანაგუნდელებიდან მოწინააღმდეგების ჩათვლით. ასობით მესიჯს ვკითხულობდი, ზოგს ველოდი, ზოგს ნაკლებად, ზოგს - საერთოდ არა. ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის წერილი მესიამოვნა, რომელსაც მანამდე არასდროს ჰქონდა ჩემთვის მოწერილი, ასევე პეპე რეინას, რომელმაც ძალიან ლამაზი სიტყვები მომწერა. „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელებიც, ინსინიე და კულიბალი, მაგრამ მათთან განსხვავებული ურთიერთობა მქონდა, რეინასთან არა.

კულიბალის ძალიან დიდ პატივს ვცემ. როდესაც მან ბოლო წუთზე ტურინში ავტოგოლი გაიტანა, ვიგრძენი, რომ უნდა გამემხნევებინა. მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძლიერი ფეხბურთელია, ძალიან კარგი ადამიანია და როდსაც 92-ე წუთზე ასეთი შეცდომა მოუვიდა, მისი სახის დანახვამ დამადნო. ორი გამამხნევებელი სიტყვა უნდა მეთქვა: „საუკეთესო ხარ! ასე გააგრძელე მუშაობა და ყველაფერი ჩაივლის“, - წერს კიელინი.

შეგახსენებთ, 2019 წლის აგვისტოში „ნაპოლიმ“ „იუვეს“ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა, მაგრამ კალიდუ კულაბილის ავტოგოლით ტურინელებმა 4:3 მაინც მოიგეს.

0.131994