თამაშგარე

12:31 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მუშტმოღერებული ხორვატი მწვრთნელი

ხორვატიის 20 წლამდე საფეხბურთი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი სიმთვრალეში ისეთი გადარეული და პათოლოგი ვინმეა, მასზე ლეგენდები უკვე მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ხოლო რაც მან მან ამ სამიოდე დღის წინ მოიმოქმედა, მრავალი ქვეყნის ბულვარულ გამოცემაში ჰპოვა არცთუ საპატიო ადგილი.

სახლში მისულ ტრადიციულად გვარიანად გამობრუჟულ ოგნენს ცოლის გარდა, ცოლისდა და სიდედრიც დახვედრია. ჰოდა, ამდგარა ეს გადარეული კაცი და ისეთი ცემა-ტყეპა და დებოში მოაწყო, რომ ახლა მისი ცოლოულობაა შეკრებილი და იმაზე მსჯელობს, თუ როგორ დასაჯონ ეს მაიმუნი კაცი.

სხვათაშირის, ოგნენ ვუკოევიჩის ცოლი ანდრეა ჩუპორი წარსულში საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და როდესაც ცოლად ამ გადარეულ კაცს მიჰყვებიდა ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა მისი ყმაწვილქალობა შეშლილ ლოთთან თუ უნდა გაეტარებინა. ახლა კი ალბათ მისტირის წარსულს, დგას და იძახის “აფსუს კია“-ო მაგრამ რაღა დროს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132945