ფეხბურთი

1:51 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ზიდანი არასწორად მოიქცა და დავუპირისპირდით" - ფრანგმა ფეხბურთელმა მუნდიალის ფინალი გაიხსენა

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანის საქციელი 2006 წლის მუნდიალის ფინალში მიუღებელი და შეუსაბამო იყო. ვილი მიიჩნევს, რომ ზიზუმ თანაგუნდელები დააღალატა.

„ფინალის შემდეგ რა თქმა უნდა, ყველა სტრესში ვიყავით. საფრანგეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფინალის დასრულების შემდეგ ზიდანის წინააღმდეგ ვიყავით, რადგან რაც მოედანზე გააკეთა, შეუსაბამო და მიუღებელი იყო. ფეხბურთელი გუნდური თამაშია და მნიშვნელოვანია თანაგუნდელების პატივისცემა.

ფინალის შემდეგ არცერთი ფეხბურთელი დიდი ხანი არ ველაპარაკებოდით, ეს გარკვეულწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ის „რეალში“ თამაშობდა, მე „ბაიერნში“ და გარდა ამისა, კარიერაც დაასრულა. 2008 წელს ქორწილში დავპატიჟე და შევრიგდით“, - თქვა სანიორმა.

შეგახსენებთ, სანიოლმა ზიდანის შესახებ ცოტა ხნის წინაც ისაუბრა და მაშინაც იგივე თქვა, ზიზუს ორი წელი არ ველაპარაკებოდი, ფინალის შემდეგ 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიეო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129044