ფეხბურთი

23:16 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურ კლუბებში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

ესპანეთის ლა ლიგისა და ლა ლიგა 2-ის კლუბებში კორონავირუსის ტესტირება დასრულდა და გაირკვა, რომ საბოლოო ჯამში 5 ფეხბურთელია დაინფიცირებულია.

აქედან სამი სევილიის „ბეტისში“ თამაშობს - მეკარე ჟოელი, ალფონსო პედრასა და ხუანმი. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი უსიმპტომოა და ცხადია კარანტინში იმყოფებიან.

ლა ლიგა დაინფიცირებულთა ვინაობას არ ასაჯაროვებდა, მაგრამ თავად ფეხბურთელებმა საკუთარი ინიციატივით გააჟღერეს ეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ესპანურმა გუნდებმა ინდივიდუალური მზადება დაიწყეს და შემდეგ ეტაპი გუნდური ვარჯიშების დაწყებაა. სეზონის განახლების თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.

თეგებილა ლიგა
0.147937