ფეხბურთი

21:16 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კარიერის განახლებაზე ვფიქრობდი" - რონალდო ცოტა ხნის წინ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებდა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ განაცხადა, რომ 2018 წელს, როდესაც „ვალიადოლიდის“ აქციების 51% შეიძინა, ფეხბურთში დაბრუნებას აპირებდა.

ამის შესახებ ფენომენმა ხუან სებასტიან ვერონთან ინსტაგრამში საუბრისას თქვა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ 2011 წელს კარიერის დასრულება არ უნდოდა, მაგრამ სხეული დატვირთვას ვეღარ უძლებდა.

„როდესაც „ვალიადოლიდი“ შევიძინე ფეხბურთში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. თუ მსხვერპლზე წავიდოდი, სამი-ოთხი თვის ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე თამაშის ჩატარება შემეძლებოდა. მაგრამ ძალიან ბევრი სირთულის დაძლევა მომიწევდა, დღეს ბიჭები ძალიან სწრაფები არიან. ეს იყო იდეა, რომელიც მალევე ჩაიშალა.

2011 წელს კარიერის დასრულებას რაც შეეხება, მინდოდა კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა, მაგრამ ჩემს სხეულთან ვიბრძოდი. ბევრი მძიმე ტრავმა მქონდა გადატანილი, ორივე მუხლზე. ძალიან მძიმე წლები იყო“, - თქვა რონალდომ.

თეგებირონალდო
0.114956