ფეხბურთი

15:52 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის საუკეთესო ტრანსფერებში

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport-express-მა XXI საუკუნეში მოსკოვის “ლოკომოტივის“ საუკეთესო 10 ტრანსფერი დაასახელა და მათ შორისაა ქართველი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი.

„რუსეთთან მოგონებები „ლოკომოტივის“ უკავშირდება, ყველაფერი კარგი და ყველაფერი შესანიშნავი იური სიომინს“, - თქვა მალხაზ ასათიანმა კარიერის დასრულების შემდეგ. ცენტრალურ მცველს სიომინთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მასთან სამუშაოდ კიევის „დინამოშიც“ წავიდა იჯარით. ასათიანი მხოლოდ 29 წლის იყო, როდესაც ფეხბურთიდან წავიდა, რაც მცველისთვის ოქროს ასაკია. თუმცა, ვინაიდან ღირსეული წინადადება არ მიუღია, გადაწყვიტა კარიერა დაესრულებინა და ახლა საქართველოში ცხოვრობს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მალხაზ ასათიანი მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2003 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და რუსულმა გუნდმა მის ტრანსფერში 600 ათასი ევრო გადაიხადა. ქართველმა „რკინიგზელთა“ რგებში 2010 წლამდე ითამაშა და 125 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, „ლოკოს“ XXI საუკუნის საუკეთესო 10 ტრანსფერში ვერ მოხვდა სოლომონ კვირკველია. ასათიანის გარდა, გამოცემამ მეკარეები სერგეი ოვჩინიკოვი, გილერმე, მცველები ბრანისლავ ივანოვიჩი, ვედრან ჩორლუკა, ჯეიკობ ლეკხეტო, სერგეი გურენკო, ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი და თავდამსხმელები დმიტრი სიჩევი, უმარ ნიასე გამოარჩია.

0.120905