ფეხბურთი

10:48 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარომ მარადონას და მესის შორის არჩევანი გააკეთა: "ის სხვა კატეგორიაა"

ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ მომავალში ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობა უნდა.

გარდა ამისა, იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის საუკეთესო დაასახელა.

„დღეს აზიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მწვრთნელი ვარ, მაგრამ მომავალში მინდა ევროპაში ვიმუშავო. პრემიერლიგის მატჩებს ვუყურებ, ძალიან მომწონს ინგლისური ფეხბურთის კულტურა.

ჩინეთში ვარ და ვცდილობ განვითარებას, მაგრამ ძალიან მომწონს კლოპის, გვარდიოლას ფილოსოფია. ჩემი იდეები მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს პრემიერლიგაში ვიმუშავებ.

მესი თუ მარადონა? ლეოს დიდ პატივს ვცემ, ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მარადონა განსხვავებულია, ფეხბურთიც განსხვავებული იყო. მას ფეხებში ბევრს ურტყამდნენ, მაგრამ ბურთს მუდმივად აკონტროლებდა. მესი ტოპია, თუმცა მარადონა სხვა კატეგორიაა, ვერავის შევადარებ, ის არ არის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საუკეთესოა“, - განაცხადა კანავარომ.

0.113844