ფეხბურთი

11:54 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარი: "ჩვენი ფეხბურთელებით დაინტერესებულ გუნდებს შეუძლიათ ეს დაივიწყონ"

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისი ნიდერლანდური გრანდის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასს ვერ დააგდებს.

ვან დერ სარი „აიაქსის“ ფეხბურთელებით დაინტერესებულ კლუბებს ურჩევს, დაივიწყონ სატრანსფერო ღირებულების დაკლება.

„შარშან ონანასთან, ვან დე ბეკთან და ნიკოლას ტალიაფიკოსთან სიტყვიერი შეთანხმება მივაღწიეთ, რომ ერთი წლით დარჩენილიყვნენ, შემდეგ კი ერთმანეთს დავეხმარებოდით კარიერაში სწორი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. თუმცა, 50%-იანი ფასდაკლება არ იქნება, დაინტერესებულ კლუბებს შეუძლიათ ეს დაივიწყონ.

რა თქმა უნდა, 150 და 200-მილიონიანი ტრანსფერები გაქრება, მაგრამ ვფიქრობ, „აიაქსის“ ფეხბურთელების ფასი ისევ ძალიან მაღალი იქნება“, - თქვა ვან დერ სარმა.

0.151286