ფეხბურთი

0:41 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მინდოდა მისი მაისური დამეწვა" - დავიდ ნერეშის იმედგაცრუება

ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევმა დავიდ ნერეშმა განაცხადა, რომ ლუკას მოურას მაისურის დაწვა უნდოდა. ბრაზილიელმა შარშანდელი სეზონის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა.

„მახსოვს პირველი თამაშის შემდეგ ლუკას მოურას მაისური გავუცვალე, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: მეორე თამაშის დასრულების შემდეგ მისთვის სახეში შეხედვაც არ მინდოდა. ავიღე ის მაისური და ვანადგურებდი, ვწვავდი.მინოდა მისი გაქრობა, რადგან იმ დღეს ისტორია შექმნა“, - განაცხადა ნერეშმა.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ ლუკას მოურამ ამსტერდამში ჰეთ-თრიქი შეასრულა, „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო „აიაქსი“ მის მიღმა დატოვა.

0.11774