ფეხბურთი

20:57 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას "ტვენტეში" ახალი მწვრთნელი ეყოლება

ენსხედეს „ტვენტემ“ მთავარი მწვრთნელი გონსალო გარსია დაითხოვა. ინფორმაციას გიორგი აბურჯანიას გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

ესპანელს ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რომელიც არ გახანგრძლივებდა და30 ივნისს გუნდს დატოვებს. ასთან ერთად ენსედელთა რიგებს დატოვებენ მისი ასისტენტები დენის ვან დერ რი და პეტერ ნიემეიერი, ასევე ანალიტიკოსი შენოლ კოკი. ვინ შეცვლის გარსიას, ამ ეტაპზე უცნობია.

ამ ეტაპზე ქართველს „ტვენტესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩვენებური საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვამდე კლუბში დარჩება. აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ 2019-2020 წლების სეზონში 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო „ტვენტემ“ ერედივიზიონში 27 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ერედივიზონი დასრულებულად გამოცხადდა, მაგრამ "ტვენტემ" ვარჯიშები მაინც გაანახლა და აბურჯანიაც საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებს.

0.147554