ფეხბურთი

19:23 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი ნაკლები პენალტების გამო გახდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა. ფრანგმა ვისამ ბენ-იედერს აჯობა და აღნიშნულ პრიზს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა 18-18 გოლი გაიტანეს, მაგრამ ჯილდო მბაპეს გადაეცა, რადგან „მონაკოს“ შემტევთან შედარებით 3 პენალტით ნაკლები გაიტანა. ამასთან, კილიანმა 20 თამაში ჩაატარა, ხოლო ბენ-იედერმა - 26.

ბოლო 8 სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ის ბომბარდირის ტიტული მეშვიდედ მიგეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა (მბაპემდე ყველა შემთხვევაში იბრაჰიმოვიჩი და კავანი იგებდნენ).

ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავა ასე დაკომპლექტდა:

1. კილიან მბაპე - 18 გოლი (პსჟ)

2. ვისამ ბენ იედერი - 18 გოლი (მონაკო)

3. მუსა დემბელე - 16 გოლი (ლიონი)

4. ნეიმარი - 13 გოლი (პსჟ)

5. ვიქტორ ოსიმენი - 13 გოლი (ლილი)

0.115004