ფეხბურთი

18:46 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას აზრით ყველაზე ძლიერი არგენტინელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ტომას კარლოვიჩი, მეტსახელად El Trinche 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარლოვიჩის გარდაცვალების მიზეზი ორი ბიჭის მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა გახდა, რომლებიც მას ქუჩაში თავს დაესხნენ და სცემეს ველოსიპედის წარმევის მიზნით. შედეგად, არგენტინელმა თავში მძიმე დაზიანებები მიიღო, კომაში აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმის მიუხედავად, რომ კარლოვიჩს არგენტინის ნაკრებსა და დიდ გუნდებში არასდროს უთამაშია, ფეხბურთის გულშემატკივართა მეხსიერებაში მაინც დარჩა, რომლისთვისაც თამაში უფრო დიდი სიამოვნება იყო, ვიდრე გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ ტომას კარლოვიჩით თვით დიეგო მარადონაც აღფრთოვანებული იყო და ერთხელ მან თქვა: „საუკეთესო ფეხბურთელმა უკვე ითამაშა „როსარიოში“, მისი სახელია კარლოვიჩი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128098