სხვა

13:46 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან კოე: „ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ოლიმპიადის მუდმივად გადავადება არ შეიძლება"

მსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტი სებასტიან კოე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის პანდემია უკან დაიხევს და ისეთი ვითარება შეიქმნება, რომელიც მომავალ წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ამასთან აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების მუდმივად გადავადება.

„ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ოლიმპიადის მუდმივად გადავადება არ შეიძლება. ვიმედოვნებ, პამდემია დამარცხდება. მიზანი ის არის, რომ ათლეტები რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ ასპარეზობებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში,მათ რისკის ქვეშ დავაყენებთ. ერთადერთი უპირატესობა, რომელიც ახლა გაგვაჩნია, ის არის, რომ ჩვენი სპორტი ინდივიდუალურია. ჩვენ შეგვიძლია ისეთი შეჯიბრების მოწყობა, რომლის ჩასატარებლადაც მოედანზე ერთბაშად 22 ადამიანი არ იმყოფებოდეს," - განაცხადა მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტმა.

კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა მოძრაობამ ტოკიოს თამაშები ერთი წლით გადაავადა, რამაც თავის მხრივ ცვლილებები შეიტანა მსოფლიო სპორტულ კალენდარში, მათ შორის მძლეოსნობაშიც. თავდაპირველი გეგმით, მძელოსანთა მსოფლიო პირველობა უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 6-15 აგვისტოს იუჯინში (აშშ), მაგრამ ის 2022 წლისთვის გდაიტანეს(15-24 ივლისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123291