ფეხბურთი

2:09 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს მაგიჟებს და მზად ვარ უხელფასოდ ვითამაშო" - ჯიბრილ სისეს ლიგა 1-ში დაბრუნება უნდა

ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე, რომელიც დიდი ხანია ჩრდილშია მოქცეული, ლიგა 1-ში თამაშის სურვილს გამოთქვამს.

38 წლის ფორვარდის განცხადებით, მისი მიზანი საფრანგეთის ჩემპიონატში 100 გოლის გატანაა (ამჟამად 96 აქვს - რედ) და მზადაა უხელფასოდაც ითამაშოს.

„ჩვენ თავდამსხმელებს გვიყვარს გოლები. ჯერ 25, შემდეგ, 50, 75... ჩემი მიზანია 100 გოლის გატანა ლიგა 1-ში. ახლა 96 მაქვს და მხოლოდ 4 გოლი მაკლია, ამის გამო ცუდად ვცხოვრობ და ეს მაგიჟებს. მინდა ლიგა 1-ს რომელიმე გუნდში დავბრუნდე, რომ მიზანს მივაღწიო. საკმაოდ ჯიუტი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შევძლო.

მზად ვარ უხელფასოდაც ვითამაშო, შესაბამისად არცერთი გუნდისთვის ჩემი აყვანა სარისკო არ იქნება. ამ მომენტში არ მაქვს ბევრი საინტერესო წინადადება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ვინმე დაინტერესდება“, - თქვა სისემ So Foot-თან საუბარში.

შეგახსენებთ, სისეს ლიგა 1-ში „ოსერის“ (70 გოლი), „მარსელის“ (24 გოლი) და „ბასტიას“ რიგებში (2 გოლი) უთამაშია. საზღვარგარეთ კი „ლივერპულში“, „სანდერლენდში“, „პანათინაიკოსში“, „ლაციოში“, ქპრ-ში, „ყუბანში“ „ალ-გარაფაში“ უთამშია. მისი ბოლო გუნდი შვეიცარიის სამოყვარულო კლუბი „ივერდონი“ იყო, სადაც 29 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრებში კი 2002-2011 წლებში 41 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.140345