ფეხბურთი

0:35 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "გერმანია ყველასთვის ბრწყინვალე მაგალითია, ეს გიგანტური ნაბიჯია"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გერმანია ყველასთვის მაგალითია. სლოვენიელი ბუნდესლიგის განახლების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას გამოეხმაურა.

„შესანიშნავი ამბავია, რომ გერმანიის ხელისფულება და ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ სეზონის განახლება შეუძლიათ. გიგანტური და პოზიტიური ნაბიჯი ადამიანების ცხოვრებაში ოპტიმიზმის აღსადგენად.

ეს არის კონსტრუქციული დიალოგის შედეგი და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია იქნება ბრწყინვალე მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, როგორ დავუბრუნდეთ ფეხბურთს, მის ემოციებს და ჩვენს ცხოვრებას“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესლიგა XXVI ტურიდან გაგრძელდება და სეზონი 16 მაისს განახლდება.

0.137368