ფეხბურთი

22:40 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს მარცხი დღემდე მაღიზიანებს" - "ლივერპულის" ლეგენდა "დინამოსთან" წაგებას ვერ ივიწყებს

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გრემ სუნესმა თბილისის „დინამოსთან“ მარცხი ვერ დაივიწყა. Planetfootball-თან ინტერვიუში შოტლანდიელმა ინგლისურ გრანდში მოგებული სამი ჩემპიონთა თასი (1978, 1981 და 1984 წლებში) გაიხსენა, მაგრამ სინანულით აღნიშნა, რომ მეტიც შეეძლოთ.

სუნესი მთავარ იმედგაცრუებად „დინამოსთან“ თბილისში 1979 წელს განცდილ 0:3 წაგებას ასახელებს და აღიზიანებს. შოტლანდიელის აზრით, „ლივერპული“ გაცილებით ძლიერი იყო და გაუგებარია, როგორ წააგეს.

„ჩემპიონთა თასის ფინალში მეტჯერ უნდა გავსულიყავით. პირველი ყოველთვის თბილისის „დინამოსთან“ 1979 წლის თამაში მახსენდება, როგორც იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ გამოვავლინეთ.

„ენფილდზე“ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ იქ რატომღაც შევძელით, 0:3 წავაგეთ და პირველივე წრეში გამოვეთიშეთ ტურნირს. ეს გაუგებრობა იყო, რადგან ნამდვილად მათზე ძლიერი გუნდი გვყავდა და ეს მარცხი დღემდე მაღიზიანებს“, - განაცხადა სუნესმა.

შეგახსენებთ, 1979-1980 წლების სეზონში ჩემპიონთა თასი პირველ წრეში „ლივერპულმა“ „დინამოს“ 19 სექტემბერს, 2:1 მოუგო. დევიდ ჯონსონის და ჯეიმს ქეისის გოლებს „ენფილდ როუდზე“ ალექსანდრე ჩივაძემ უპასუხა, საპასუხო მატჩი კი თბილისში 3 ოქტომბერს გაიმართა და ქართველებმა ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიასა და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით მშრალად იმარჯვეს. „დინამო“ მეორე წრეში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ გერმანულ „ჰამბურგთან“ დამარცხდა (1:3, 2:3).

0.113304