ფეხბურთი

18:03 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლი "ლაციოსთან", ჰეთ-თრიქი "მაკაბისთან" - ზაზა ჯანაშიას ერთი ნაბიჯი თასების თასის ისტორიამდე

ზაზა ჯანაშიას კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჰქონდა და დღემდე „რკინიგზელთა“ ისტორიაში 14 გოლით (31 მატჩში) ევროტურნირებზე საუკეთესო ბომბარდირია.

ზაზასთვის განსაკუთრებით გამორჩეული 1998-1999 წლების სეზონი იყო, როდესაც „ლოკომოტივი“ თასების თასზე ასპარეზობდა და საკმაოდ წარმატებით, ნახევარფინალამდე მივიდა. იქ იური სიომინის გუნდი მომავალ ჩეპიონ და ვარსკვლავებით გაძეძგილ „ლაციოსთან“ ბრძოლაში დამარცხდა (1:1 მოსკოვში, 0:0 რომში). იტალიელთა კარში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა.

გოლები ზაზამ მანამდეც გაიტანა. კიევის ცსკა-სთან ჯერ უკრაინაში გამოიჩინა თავი, შემდეგ მოსკოვში. შემდეგ კი მეოთხედფინალში „რკინიგზელებმა“ ჰაიფას „მაკაბი“ შინ 3:0 გაანადგურეს და ქართველმა 1999 წლის 4 მარტს, ევროპული ჰეთ-თრიქი გაიფორმა! იმ სეზონში ტურნირზე ბოლო გოლი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნახევარფინალში რომის „ლაციოს“ გაუტანა.

6 გოლი და შედეგად თასების თასის ბოლო გათამაშებაში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა. ერთადერთი გოლით ჩამორჩა „მაკაბის“ ფეხბურთელ ალონ მიზრაჰის (7 გოლი). არადა, ახლოს იყო თასების თასის ისტორიაში ბოლო ბომბარდირი გამხდარიყო. და მაინც, ამ გადმოსახედიდან, ევროთასებზე ბომბარდრითა დავაში მეორე ადგილზე ქართველის ხილვა, გულზე მალამოსავითაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13028