რაგბი

14:36 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა (+VIDEO)

სარაგბო კლუბ “ხარების” წევრი ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს.

მანქანაში მყოფი 23 წლის მორაგბე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიკოლოზის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სარაგბო სამყაროს.

0.155273