ფეხბურთი

12:30 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "დუდეკის იმ მომენტს რომ ვნახულობ, ტელეფონს ვაგდებ"

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო კრისტიან ვიერის ინსტაგრამში ესაუბრა და ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალის ეპიზოდი გაიხსენა. მომენტი, როდესაც უკრაინელ ფორვარდს დამატებით დროში ინგლისელთა პოლონელმა მეკარემ ირჟი დუდეკმა ახლო მანძილიდან ისეთი დარტყმა აუღო, გოლი რომ გარდაუვალი ჩანდა.

„რამდენიმე თვის წინ უეფამ ინსტაგრამზე დუდეკის სეივი გამოაქვეყნა. მე დღესაც არ შემიძლია იმ მომენტის ყურება, ტელეფონს ვაგდებ, როდესაც ვხედავ, არ შემიძლია. იცნობ სპორტსმენს, რომელსაც იმედგაცრუება არ აქვს? სწორედ ეს არის სპორტის სილამაზე. ჩვენ ადამიანები ვართ, რთული მომენტი დგება, მაგრამ თუ ძლიერი ხარ, ფეხზე წამოდგები. ამიტომაც, ცოცხლები ვართ. ორი წლის შემდეგ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგა მაინც მოიგო, თუმცა ჩემს გარეშე (იცინის - რედ)“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანმა“ „ლივერპულთან“ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა. დამატებით დროში ირჟი დუდეკმა ანდრეი შევჩენკოს ორი მეტრიდან დაუჯერებელი ბურთი აუღო, მაგრამ ესეც არ იკმარა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტიც უკრაინელის წინააღმდეგ მოიგერია.

0.11306