ფეხბურთი

17:20 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მედიამენეჯერი, ყოფილი ჟურნალისტი კახა შალამბერიძე გარდაიცვალა

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერი კახა შალამბერიძე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის პროექტებში და ძალისხმევას არ იშურებდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საფეხბურთო სამყაროს.

0.141398