ფეხბურთი

16:51 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას მეუღლე: "მანჩესტერში ცხოვრება საშინელება იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველის ანხელ დი მარიას მეუღლემ ხორხელინა კარდოზომ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც არგენტინელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. კარდოზოს განცხადებით, ინგლისში ცხოვრება საშინელება იყო.

„მანჩესტერი საშინელებაა, მე და ანხელმა ვიჩხუბეთ. მადრიდში ვცხოვრობდით, მსოფლიო საუკეთესო გუნდში თამაშობდა, კლიმატი იდეალური იყო, საჭმელიც, მაგრამ მოულოდნელად „მანჩესტერიდან“ წინადადება მიიღო. „წადი მარტო“ - ვუთხარი მას. არ მინდოდა წასვლა, ანხელს ვუთხარი: თუ გინდა ყველგან წავიდეთ, ოღონდ ინგლისში არა! იქ არაფერი მომწონდა, ქუჩაში სიარულის მეშინოდა, მეგონა მომკლავდნენ“, - განაცხადა კარდოზომ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია „მანჩესტერში“ 2014 წელს „რეალიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.112672