ფეხბურთი

12:13 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჯერ ადამიანები ვართ, შემდეგ ფეხბურთელები და გვეშინია!" - "ეიბარის" მოთამაშეების პროტესტი

ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ეიბარის“ ფეხბურთელებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ვარჯიშების განახლების ეშინიათ. ფეხბურთელების განცხადებით, ისინი ჯერ ადამიანები არიან და შემდეგ სპორტსმენები.

„ჩვენ პრივილეგია გვაქვს, მოგვწონს ვარჯიში და თამაში, მაგრამ ფეხბურთელობამდე ადამიანები ვართ და როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაწუხებს.

მართალია, რომ მილიონობით მუშაკი დაუბრუნდა თავის მოვალეობას და ჩვენზე გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ნაკლებად ეხმარებიან. ბევრი მინიმალური გარანტიების გარეშეცაა, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი და ეს ვიცით.

ჩვენ გვეშინია დავიწყოთ ისეთი აქტივობა, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. შეშფოთებული ვართ იმით, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ, შემდეგ ჩვენგან ჩვენი ოჯახის წევრები და ეპიდემიის ახალ განვითარებას დავუდოთ სათავე, რასაც ყველასთვის საშინელი შედეგები მოჰყვება. ვითხოთ გარანტიას და პასუხისმგებლობას, რადგან მთავარი ჯანმრთელობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ესპანეთის მთავრობამ უკვე გასცა განკარგულება, რომ საფეხბურთო კლუბებს ვარჯიშის დაწყება შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, სეზონის განახლების თარიღზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

0.111607