ფეხბურთი

22:07 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახში" კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ვინაობა არ გასაჯაროვებულა, მაგრამ გერმანული მედიის ცნობით, ერთი ფეხბურთელია და ერთიც ფიზიოთერაპევტი.

ისინი სავალდებულო კარანტინში გადავიდნენ, „გლადბახი“ კი ვარჯიშს რეგულარულად აგრძელებს.

პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებში ჯამში 10 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი „გლადბახში“, სამი „კიოლნში“, „დინამო დრეზდენსა“ და „აუეში“ ერთი. დანარჩენი სამი შემთხვევა ამ დრომდე სრულიად ანონიმურია.

0.161216