ფეხბურთი

19:22 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "ფერგიუსონს რონალდუს "მანჩესტერში" დასაბრუნებელი გეგმა მზად ჰქონდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება ჰქონდა განზრახული.

ფრანგი ფეხბურთელი ლეგენდარული შოტლანდიელის სიტყვებს იხსენებს, რომელიც 2013 წელს წარმოთქვა:

„99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი მჭირდება. ეს ორი ფეხბურთელია საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. როდესაც კრიშტიანუს ვესაუბრები, ის დაბრუნებისთვის ყოველთვის მზადაა და კის მპასუხობს“ - გვეუბნებოდა ფერგიუსონი. საბოლოოდ კი, ასე არ მოხდა და ორ კვირაში ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო“, - გაიხსენა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ზაფხულში ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, რონალდუ „რეალში“ დარჩა, ხოლო გარეთ ბეილი „ტოტენჰემიდან“ „მანჩესტერის“ ნაცვლად „სამეფო კლუბში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111873