ფეხბურთი

18:45 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მოკვლით მემუქრებოდნენ" - პატრის ევრა "ლივერპულის" გულშემატკივრებს ადანაშაულებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრები მოკვლით ემუქრებოდნენ.

საქმე ეხება 2011 წელს, ლუის სუარესთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც ურუგვაელმა ევრას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი „წითლების“ ქომაგები ფრანგ ფეხბურთელს ემუქრებოდნენ.

„კლუბმა ძალიან ბევრი მუქარის წერილი მიიღო, „ლივერპულის“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა ისიც მითხრა, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის მოკვლას აპირებდნენ. ორი თვის განმავლობაში იძულებული ვიყავი უსაფრთხოების ზომები მიმეღო. არ მეშინოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ხალხს ასე რატომ ვძულდი“, - თქვა ევრამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12153