ფეხბურთი

16:44 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში შესაძლოა მატჩების სათამაშო დრო შემცირდეს

ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლოა საფეხბურთო წესები დროებით შეიცვალოს. თუ სეზონი განახლდება, არაა გამორიცხული ერთი ტაიმი 45 წუთზე ნაკლებ დროს გაგრძელდეს.

ამის შესახებ ინიციატივა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ ტეილორმა BBC-თან გააჟღერა:

„პარასკევს გაიმართება პრემიერლიგის აქციონერთა შეხვედრა, შედგენილია პროტოკოლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა სპეციალისტი და ექიმი. ჩვენ არ ვიცით მომავალი, გვაქვს იდეა, რომ ტაიმის სათამაშო დრო 45 წუთზე ნაკლები იყოს. ასევე არსებობს ნეიტრალური სტადიონების საკითხი. ველოდებით მენეჯრებსა და ფეხბურთელებს“, - თქვა ტეილორმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, სეზონის განახლების თარიღი კი ჯერჯერობით გარკვეული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116178