ფეხბურთი

15:55 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შალკეს" ექსფეხბურთელის უცნაური ამბავი: 4 წლის წინ გარდაცვლილი ეგონათ, დღეს - ცოცხალია

გერმანიიდან უცნაური ამბავი გავრცელდა. „შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა, თურმე ცოცხალი ყოფილა.

გერმანული მედიის ცნობით, კონგოელი იანიკ კამბა, რომლის გარდაცვალების ფაქტი 4 წლის წინ დადასტურდა, რურის მხარეში ელექტრიკოსად მუშაობს.

2016 წელს გავრცელდა ცნობა, რომ კამბა კონგოში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, გელზენკირხენში ცოცხალი იპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ იანიკ კამბა „შალკეს“ ახალგაზრდულ გუნდში მანუელ ნოიერისა და ბენედიქტ ჰიოვედესის თანაგუნდელი იყო, ახლა კი, „გარდაცვალებიდან“ 4 წლის შემდეგ მისი სახელი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.249792