ფეხბურთი

11:35 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ხალხი ბრმა არაა ბილ!" - დეიან ლოვრენი გეიტსს 5G ქსელის გამო დაუპირისპირდა

„ლივერპულის“ მცველი დეიან ლოვრენი როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიას ეთანხმება. საქმე ეხება მოსაზრებას, რომ კორონავირუსი 5G ქსელის საშუალებით გავრცელდა.

ხორვატმა ფეხბურთელმა ბილ გეიტსი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და Microsoft-ის დამფუძნებელი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაკებს მადლობა გადაუხადა.

„თამაში დასრულებულია ბილ, ხალხი ბრმა არ არის!“, - თქვა ლოვრენმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხალხს კორონავირუსი 5G ქსელის ახალი თაობის ინტერნეტის გამო უვითარდებათ. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოველი მომავალი ვაქცინა ნანოტექნოლოგიურ მიკროჩიპებს შეიცავს ადამიანების კონტროლისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11531