ფეხბურთი

20:51 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფეხბურთის დაბრუნება სტიმული იქნება" - ლა ლიგის პრეზიდენტი ივნისში განახლებას იმედოვნებს

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი იმედიანადაა განწყობილი და ივნისში ფეხბურთის დაბრუნებას ვარაუდობს.

როგორც ტებასმა განაცხადა, ფეხბურთის დაბრუნება იქნება ნიშანი იმისა, რომ სამყარო ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

„ამ კრიზისმა გავლენა იქონია ყველა ჩვენგანზე. ფეხბურთის დაბრუნება არის იმის ნიშანი, რომ საზოგადოება ნორმალური მდგომარეობისკენ მიდის და წარმოადგენს სტიმულს ესპანეთსა და მსოფლიოში, ვისაც ეს სპორტი უყვარს.

ჯანმრთელობა მთავარია. ამიტომ, ჩვენ გვაქვს სრული პროტოკოლი, რომ დავიცვათ ყველას ჯანმრთელობა. გარემოებები უპრეცედენტოა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ივნისში დავუბრუნდებით თამაშს.

ფეხბურთის განახლება ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 185 ათას სამუშაო ადგილს ქმნის, რაც კიდევ უფრო გადამწყვეტია, როდესაც ამ კრიზისის გამო ეკონომიკური მდგომარეობა მთავარი საზრუნავი გახდა“, - თქვა ტებასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108085