ფეხბურთი

19:52 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის 36 კლუბში კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა: 10 შემთხვევაში პასუხი დადებითია

გერმანიაში სეზონის განახლებაზე აქტიურად მუშაობას აგრძელებენ და კორონავირუსის ტესტირებები ჩაატარეს. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, I და II ბუნდესლიგის ყველა კლუბში ვირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა.

36 კლუბში ტესტირება ფეხბურთელებს, პერსონალს, ფიზიოთერაპევტებს და ზოგადად გუნდებში დასაქმებულ ადამიანებს ჩაუტარდათ.

მთლიანობაში 1724 ტესტი გაკეთდა, საიდანც 10 შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა (0.58%). დაინფიცირებულთა ვინაობა არ გასაჯაროვებულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის სამი შემთხვევა „კიოლნში“ დადასტურდა. აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის განახლება მაისის თვეში იგეგმება, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არაა.

თეგებიბუნდესლიგა
0.11472