ფეხბურთი

17:29 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე: "კოლოსარული სირცხვილია, რომ ტოტი "რომას" ბაზაზე შიგნით აღარ შედის"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო დი ნატალემ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი თქვა. გარდა ამისა, დი ნატალე ფრანჩესკო ტოტის თემას გამოეხმაურა, რომელიც „რომას“ ბაზაზე აღარ მიდის.

„უდინეში მე და ჩემი ოჯახი კარგად ვიყავით. „იუვენტუსის“ წინადადებას თუ მივიღებდი, აშკარაა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლეობდა, მაგრმ კითხვა მიჩნდება: უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ? შესაძლოა 209 გოლის ნაცვლად 300 გამეტანა, მაგრამ ბედნიერება ესაა? ბედნიერად თამაში პირველი კონცეფციაა, რის ჩანერგვასაც ჩემს ბავშვებში ვცდილობ.

წავიკითხე ტოტის სიტყვები, რომ როდესაც შვილი ტრიგორიაზე მიჰყავს, გარეთ რჩება და მანქანაში ელოდება. ეს სკანდალია, კოლოსარული სირცხვილია. ტოტიმ „რომას“ ისტორია დაწერა, ტოტი „რომაა" და საწვრთნელი ბაზის შიგნით ძეგლი უნდა დაუდგან“, - განაცხადა დი ნატალემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი „უდინეზეში“ 2004-2016 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირის ჩათვლით 446 მატჩში 227 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112723