ფეხბურთი

13:48 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ვერ შეძლო ქინქლაძემ "აიაქსში" დამკვიდრება - უკრაინელი თანაგუნდელის პასუხი

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკომ Sportarena-ს ვრცელ ინტერვიუში გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა.

უკრაინელი იხსენებს, რომ არველაძე ძალიან მხიარული იყო და ყველასთან გამონახა საერთო ენა. ქინქლაძის შემთხვევაში კი ასე არ ყოფილა.

„ქინქი ინგლისიდან ჩამოვიდა და სუპერავტომობილი ჰყავდა, სასტუმროში ცხოვრობდა, პრაქტიკულად ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. ალბათ ამიტომაც არ მიიღო გუნდმა. სამაგიეროდ არველაძემ სწრაფად გამონახა საერთო ენა ყველასთან, დაიწყო გოლების გატანა. კომუნიკაბელური, მხიარული ბიჭი იყო. ძირითადში ადგილი მოიპოვა და აღარ დაუკარგავს“, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, გიორგი ქინქლაძე „აიაქსში“ 1998 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა, მაგრამ ამსტერდამი 15 უგოლო მატჩის შემდეგ დატოვა. რაც შეეხება არველძეს, შოთამ 1997-2001 წლებში ნიდერლანდურ გრანდში ჩატარებულ 124 თამაშში 72 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106539