ისტორია

10:00 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

4 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987. დაიბადა ფრანსისკ (სესკ) ფაბრეგასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას”, “არსენალის” და "ჩელსის" ფეხბურთელი. სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში მან 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა და პირენელთა ეროვნული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. 2008 წელს შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ესპანეთის ნაკრების 103 მატჩში გაიტანა 14 გოლი. 2005 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და ქვეყნის სუპერთასი, 2015 წელს ინგლისის ჩემპიონის ტიტული. 2011 წელს მოიპოვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული. 2013 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი. მოგებული აქვს ევროპის და ესპანეთის სუპერთასები. 2003 წლის 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1780. ინგლისში ეფსომის პირველი საცხენოსნო დერბი ჩატარდა. იგი სერ ჩარლზ ბანბერიმ მოიგო.

1871. დაარსდა ბეისბოლისტთა პირველი პროფესიული ლიგა.

1900. გერმანიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ნიურნბერგი”.

1904. გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “შალკე 04”. გერმანიის შვიდგზის ჩემპიონი (1934, 1935, 1937, 1939, 1940, 1942, 1958) და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი (1937, 1972, 2001, 2002). 2005 წელს დაეუფლა გერმანიის ლიგის თასს, 1997-ში კი მოიპოვა უეფას თასი. გამოდის “ფელტინს არენაზე”, რომელიც 61 482 მაყურებელს იტევს.

1924. პარიზში თანამედროვეობის მერვე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. თამაშებისთვის სპეციალურად, პარიზის გარეუბან კოლომბში სტადიონი აშენდა, რომელიც აღორძინებული ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავს მიეძღვნა. ამ ოლიმპიადაზე პირველად დაიწყეს ექვსი საუკეთესო შედეგის რეგისტრაცია.

1949. საფეხბურთო კლუბი “ტორინო” ავიაკატასტროფაში მოჰყვა. გუნდი ლისაბონიდან ბრუნდებოდა, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დაიღუპა ტურინელთა 18 ფეხბურთელი (მათგან 10 იტალიის ნაკრების წევრი იყო), აგრეთვე, კლუბის დირექტორატის ხუთი წევრი, სამი ჟურნალისტი, მატჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. დაღუპულთა შორის იყო ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და ასევე სახელგანთქმული მოთამაშის სანდრო მაცოლას მამა ვალენტინო მაცოლა.

1977. უეფა-ს თასის გათამაშების პირველ ფინალურ შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სტადიო კომუნალეზე” 75 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ბილბაოს “ატლეტიკს” 1:0 სძლია. გოლი მარკო ტარდელიმ გაიტანა. “იუვენტუსი”: ძოფი, კუკურედუ, ჯენტილე, შირვა, მორინი, ტარდელი, ფურინო, ბენეტი, კაუზიო, ბონინსენია (გორი), ბეტეგა. გუნდს ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა. “ატლეტიკი”: ირიბარი, ინაედერა, ეს კალსა, გოიკოეჩეა, გუისასოლა, ვილია, ირურეტა, ხოსე ანხელო როხო, ჩურუკა, დანი, ხოსე ფრანსისკო როხო.

1983. უეფა-ს თასის გათამაშების პირველ ფინალურ შეხვედრაში, ბრიუსელის “ანდერლეხტმა” “ეიზელის” სტადიონზე, 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლისაბონის “ბენფიკას” 1:0 სძლია. გოლი ბრილმა გაიტანა. “ანდერლეხტი”: მუნარონი, ჰოფკენსი, პერუზოვიჩი, ოლსენი, დე გროოტე, ფრიმანი, კოეკი, ვერკაუტერენი, ლოზანო, ვანდერბერგი (ჩერნიატინსკი), ბრილი. “ბენფიკა”: ბენტო, პიეტრა, ალვარო, უმბერტო კოელიო, ჟოეშ ლუიში, შეუ (ბასტუშ ლოპეში), კარლუშ მანუელი, შალანა, ფილიპოვიჩი (ნენე), დიამანტინო.

1994. თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონის “არსენალმა” კოპენჰაგენის “პარკენის” სტადიონზე, 34 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “პარმა” 1:0 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლი სმიტმა გაიტანა. “არსენალი”: სიმენი, დიქსონი, უინტერბერნი, დევისი, ბოულდი, ადამსი, კემპბელი, მოროუ, სმიტი, მერსონი (მაკგოლდროკი), სელი. “პარმა”: ბუჩი, ბენარივო, დი კიარა, მინოტი, აპოლონი, სენსინი, ბროლინი, პინი (მელი), კრიპა, ძოლა, ასპრილია.

1998. ამერიკელმა ჯემი ბორჯესმა კალათბურთის ბურთის ტარების მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან 24 საათის განმავლობაში ბურთთან ერთად 156 კილომეტრი გაიარა.

2000. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ფილადელფია ფლაიერზმა” “პიტსბურგ პინგვინზს” გადამწტვეტი შაიბა ოვერტაიმის 93-ე წუთზე გაუტანა. ეს მატჩი ნჰლ-ს ისტორიაში ხანგრძლივობით მესამეა.

2005. საქართველოს თასის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება თბილისის “ლოკომოტივმა” და “ზესტაფონმა” მოიპოვეს.

2005. ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი “მილანი” გახდა, რომელმაც ორი ნახევარფინალური მატჩის ჯამში ჰოლანდიური პსვ დაამარცხა.

2008. საკალათბურთო ევროლიგის “ოთხთა ტურნირის” გადამწტვეტ მატჩში მოსკოვის ცსკამ თელ ავივის “მაკაბის” 91:77 მოუგო და საკუთარ ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სიენას (იტალია) “მონტეპასკიმ” ესპანურ “ტაუგრესს” 97:93 სძლია.

2008. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის პირველი ეტაპის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუკსი” რეგულარული პირველობის ჩემპიონ “ბოსტონ სელტიკსთან” 65:99 დამარცხდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჯორჯიელებმა მასაჩუსეტსელებს სამივე საშინაო ასპარეზობა მოუგეს.

2008. თბილისის “დინამომ” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ძლევით მეცამეტედ მოიპოვა საქართველოს ეროვნული პირველობის გამარჯვებულის ტიტული.

2008. ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკავა.

2009. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის მერვედფინალის მეშვიდე მატჩში ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუკსმა” “მაიამი ჰითი” 91:78 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

2009. ლონდონის “არსენალის” ქალთა გუნდმა მეათედ და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ინგლისის თასი. დერბიში ჩატარებულ ფინალში “მეთოფე ქალბატონებმა” “სანდერლენდს” 2:1 სძლიეს.

2014. თბილისის “დინამომ” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა პირველობა.

ამ დღეს დაიბადნენ

1877. არტურ ლანგი. კრივში მსოფლიოს ჩემპიონი. რინგიდან წასვლის შემდეგ, წარმატებული ბიზნესმენი გახდა. 1992 წელს 115 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1901. ჯორჯ მურჰაუზი. წარმოშობით ინგლისელი ფეხბურთელი 1920-30-იან წლებში იცავდა აშშ-ს ნაკრების ღირსებას. 1930 და 1934 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე გუნდის კაპიტანი იყო. შედის აშშ-ს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში.

1925. იენე ბუზანსკი. უნგრეთის ნაკრების მცველი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მადიართა “დიდ გუნდში” რომელიმე ბუდაპეშტური კლუბის წარმომადგენელი არ იყო. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა და უნგრეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც მუშაობდა.

1943. გეორგი ასპარუხოვი. ბულგარეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 19 გოლი. 1965 წელს დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად. “ლევსკის” რიგებში გამოსვლისას სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

1956. ულრიკე მაიფარტი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1959. ვალდემერას ხომიჩუსი. ვილნიუსის “ჟალგირისისა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი. საკავშირო პირველობების გამარჯვებული.

1967. ჯონ ჩაილდი. პლაჟის ფრენბურთში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1970. დონ სტეილი. კალათბურთში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1973. გაუნტერ შეპენსი. ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 13 მატჩი. “გენტის,” “სტანდარდის,” “კარლსრუესა” და “ბრეგენცის” ფეხბურთელი.

1977. პიოტრ ვლოდარჩუკი. პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1978. იგორ ბისკანი. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1980. ვლადიმირ კოლესნიჩენკო. ლატვიის ეროვნული ნაკრების, “მოსკვასა” და “ვენტას” ფეხბურთელი.

1981. ერიკ ჯემბა-ჯემბა. კამერუნის ეროვნული ნაკრების, “ნანტის,” “მანჩესტერის” და “ასტონ ვილას” ფეხბურთელი.

1983. რუბენ ოლივეირა. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1987. ჟაიმ პეტერსი. კანადის ოლიმპიური და ეროვნული ნაკრებების, “კაიზერსლაუტერნისა” და “იფსვიჩის” ფეხბურთელი.

1987. დაიბადა ფრანსისკ (სესკ) ფაბრეგასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას”, “არსენალის” და "ჩელსის" ფეხბურთელი. სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში მან 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა და პირენელთა ეროვნული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. 2008 წელს შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ესპანეთის ნაკრების 103 მატჩში გაიტანა 14 გოლი. 2005 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და ქვეყნის სუპერთასი, 2015 წელს ინგლისის ჩემპიონის ტიტული. 2011 წელს მოიპოვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული. 2013 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი. მოგებული აქვს ევროპის და ესპანეთის სუპერთასები. 2003 წლის 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.

0.147846