ფეხბურთი

17:58 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან ბევრია" - დე ბრუინი "სიტიდან" წასვლას აპირებს

„მანჩესტერ სიტი“ თუ მომდევნო ორი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს, კევინ დე ბრუინი გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ბელგიელმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა. კევინი მიიჩნევს, რომ ორი წელი ჩემპიონთა ლიგაზე ართამაში ძალიან ბევრია.

„ველოდები სასჯელზე გადაწყვეტილების მიღებას. მენეჯერები ირწმუნებიან, რომ გაასაჩივრებენ, რადგან 100%-ით დარწმუნებულნი არიან სიმართლეში. ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ, რა თქმა უნდა, ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან ბევრია. თუ დისიკვალიფიკაცია ერთწლიანი იქნება შემეძლება ამაზე ფიქრი, მაგრამ ორი ძალიან ბევრია“, - თქვა 28 წლის დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა, თუმცა კლუბი გადაწყვეტილებას ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში ასაჩივრებს.

0.1128