ძიუდო

22:37 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ის, რაც ნიკოლოზ შერაზადიშვილის შესახებ არ იცით

ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს და ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ბლიც ინტერვიუში ისაუბრა.

კარიერის დასაწყისი - ძიუდოზე მივედი, როდესაც 10 წლის ვიყავი მამაჩემის გამო, რადგან ისიც ძიუდოისტი იყო.

ფავორიტი ილეთი - უჩი მატა, რადგან მაღალი ვარ და გრძელი ფეხები მაქვს.

ფავორიტი საჭმელი - ხინკალი, ტრადიციული ქართული საჭმელია.

ფავორიტი მუსიკა - ბევრ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ გამორჩეულად ბრუნო მარსს.

გმირი - ჩემი გმირია მუჰამედ ალი თავისი მენტალიტეტის გამო.

ფავორიტი ძიუდოისტი - ვარლამ ლიპარტელიანი, რადგან ძალიან თანმიმდევრული და ჭკვიანია. ძალიან მომწონს მისი შესრულებული უჩი მატა.

რომ არა ძიუდო - აუცილებლად სპორტში ვიქნებოდი და სავარაუდოდ წყალბურთელი გავხდებოდი.

საუკეთესო მოგონება - 2018 წელს ბაქოში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა. ფინალში ვაზარის აღების შემდეგ ჩემს მწვრთნელს გავხედე და ტიროდა, ძალიან ემოციური მომენტი იყო. დარბაზში ბევრი ქართველი იყო, რადგან აზერბაიჯანი საქართველოსთან ახლოსაა და ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ. ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მწვრთნელისთვის ბედნიერი ვიყავი. ეს იყო ესპანეთის ძიუდოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.

რატომ ძიუდო - ძიუდო, რადგან მასშია პატივისცემა და გვასწავლის ცხოვრებისეულ ფასეულობებს.

0.112008