ფეხბურთი

17:04 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "ნიუკასლის" მომავალზე: "თუ ფულია, რატომაც არა?! შესაძლებელია დიდი კლუბის შექმნა"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ყოფილი კლუბის, „ნიუკასლ იუნაიტედის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც დიდი ალბათობით, მალე საუდის არაბეთიდან მდიდარი ინვესტორები ეყოლება.

ქეცბაიას უხარია, რომ როგორც იქნა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც „კაჭკაჭებში“ დიდ ფულს ჩადებს და კონკურენტუნარიან გუნდად აქცევს.

„თუ გუნდში დიდი ფეხბურთელების მიწვევა გსურთ, დიდ თანხებს მოითხოვენ, გარდა ამისა, ლონდონში ცხოვრებაც უნდათ და ამიტომ, ალბათ ორჯერ მეტი უნდა გადაუხადოთ. ეს, ის გამოწვევაა, რომლის წინაშე „ნიუკასლის“ მფლობელები დადგებიან, მაგრამ როდესაც ფულია, რატომაც არა? ცხადია, ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. „ნიუკასლი“ დიდი კლუბია, ყველა საშინაო თამაშს 50 ათასი მაყურებელი ესწრება, რაც ძლიერი გუნდის შექმნას გაადვილებს.

„ნიუკასლში ბედნიერი ვიყავი და იქ ცხოვრება მიყვარდა. ბედნიერი ვარ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ინვესტიციას მოახდენს და კლუბში დიდ თანხებს ჩადებს“, - უთხრა ქეცბაიამ The Sun-ს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია „ნიუკასლ იუნაიტედის“ ღირსებას 1997-2000 წლებში იცავდა და 78 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112076