ფეხბურთი

15:57 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო კარიერის ახალ ჩემპიონატში გაგრძელებას არ გამორიცხავს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო არ გამორიცხავს კარიერა ისეთ ქვეყანაში განაგრძოს, სადაც აქამდე არ უთამაშია.

„ჩემი მომავალი? ჯერ კიდევ არ მიფიქრია რას გავაკეთებ. ვიცი, რომ ჩემი კონტრაქტის ვადის ამოწურვა ახლოვდება და წინადადებებს ალბათ მივიღებ, მაგრამ ვნახოთ. ახლა მხოლოდ „სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ, შესანიშნავი მიღწევა იქნება ჩემთვისაც და კლუბისთვისაც.

მომავალში კი არ გამოვრიცხავ ესპანეთში დაბრუნებას ან სხვა ქვეყანაში წასვლას, არ ვიცი რას გავაკეთებ. დღეს კი მანჩესტერში კომფორტულად ვარ და მინდა მაქსიმუმი გავაკეთო“, - განაცხადა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12674