ფეხბურთი

11:22 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლო წლებში განვითარდა და ცხადია მაინტერესებს - ბეილმა ახალ ჩემპიონატში გადასვლა არ გამორიცხა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა დაადასტურა, რომ MLS-ის ჩემპიონატი ძალიან მოსწონს და იქ კარიერის გაგრძელებაც არ გამორიცხა.

„აშშ-ს ჩემპიონატი ძალიან მომწონს, ბოლო წლებში განვითარდა, როგორც ფეხბურთელების დონით, ისე სტრუქტურულად. ბევრ ფეხბურთელს სურს იქ სათამაშოდ წასვლა და რა თქმა უნდა, ეს მაინტერესებს. შვებულებაში ლოს ანჯელესში წასვლა მიყვარს“, - თქვა 30 წლის უელსელმა.

შემდგომ გარეთმა ლონდონის „ტოტენჰემიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი:

„ტოტენჰემში“ ჩემი გატარებული პერიოდი ძალიან მიყვარს, საოცარი გულშემატკივრები იყვნენ, კლუბი ყოველთვის გამორჩეულად მეპყრობოდა, მაგრამ როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი გიწვევს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო“, - დასძინა ბეილმა.

შეგახსენებთ, გარეთ ბეილი "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ბოლო დროს მადრიდში მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა და არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114973