ფეხბურთი

12:38 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "მატერაციზე ზიდანის თავის დარტყმის ხმა ახლაც მახსოვს"

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ფაბიო კანავარომ ინსტაგრამზე საუბრისას 2006 წლის მუნდიალის ფინალი გაიხსენა. კერძოდ ის მომენტი, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის მკერდში თავი უთავაზა.

„მახსოვს ზიდანის თავის დარტყმის ხმა, როდესაც მატერაცის ჩაარტყა, იქვე ახლოს ვიყავი. მოვტრიალდი და მარკო მიწაზე დავინახე, მე ვთქვი, რა მოხდა? კარგი თავური იყო...

მსოფლიო ჩემპიონები კალჩოპოლის სკანდალის გამო არ გავმხდარვართ. გადამწყვეტი ასპექტი ის იყო, რომ ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავდა. მოვიგეთ, რადგან შესანიშნავი მწვრთნელი გვამზადებდა, გერმანიაში ჩასვლისთანავე ყველაფერი დავივიწყეთ და ჩვენს მიზანზე ფიქრი დავიწყეთ“, - განაცხადა კანავარომ.

0.111505